top of page

წინადადებების მიღება

სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი

იმერეთის აგრო ზონა აცხადებს “წინადადებების მიღებას” (RfP) სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთს - 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტში და 159 ჰა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

იმერეთის აგრო ზონა იწვევს სასათბურე მეურნეობითა და სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, შეიძინონ ინფრასტრუქტურულად სრულად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მინ 0.5 ჰა). ეს შესაძლებლობა ინვესტორებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ უნიკალური უპირატესობები, რომლებიც ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია იმერეთის აგრო ზონის პროექტის ფარგლებში

დამატებით, იმერეთის აგრო ზონა იწვევს დაინტერესებულ პირებს წარმოადგინონ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ალტერნატიული წინადადება, რომელიც შესაბამისობაშია პროექტის მიზნებთან. Ალტერნატიული წინადადება შეიძლება მოიცავდეს შპს იმერეთის აგრო ზონის წილის შეძენასაც. დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ალტერნატიული წინადადებები გამოცხადებული წინადადებების მოთხოვნის შესაბამისად. 

High tech greenhouse 2.jpg

   პროცესი და ვადები

მოცემული პროცესი მიზნად ისახავს კერძო სექტორის ჩართულობას, რათა მოხდეს ისეთი წინადადებების მომზადება, რომლებიც სრულად ესადაგება პროექტით დასახულ მიზნებს. იაზ-ი აპირებს, რომ შევიდეს ისეთ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტში ისეთი რესპონდენტების მონაწილეობას, რომელთა წინადადებებიც საუკეთესოდ ესადაგება განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

განმცხადებლად დარეგისტრირებისთვის, დაინტერესებულმა მხარემ უნდა შეავსოს საკონკურსო დანართები.

დასაწყისი: 1 სექტემბერი, 2023

წარდგენის ბოლო ვადა: 18:00 (GMT+ 4), 31 ოქტომბერი, 2023

საკონტაქტო ელ-ფოსტა: rfp@iaz.ge 

დანართი 1 – რეგისტრაციის წარდგენის შემდეგ მოგეცემათ წვდომა ჩვენს “მონაცემთა ოთახზე”, რომელშიც პროექტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.

 

იაზ არ აპირებს აანაზღაუროს ან რაიმე სახის სხვა წვლილი შეიტანოს, აპლიკანტების მიერ წინადადების მომზადებისას, ან ზოგადად RfP პროცესში მონაწილეობისას, გაწეულ დანახარჯებთან მიმართებით

იაზ-ის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებას აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სრული მხარდაჭერა. პროექტის კონცეფცია პასუხობს სამინისტროს პოლიტიკის ყველა მთავარ მიზანს:

 

  • პროფესიული განათლების უზრუნველყოფა;

  • ადგილობრივი ბაზრების ათვისება;

  • საექსპორტო ბაზრების განვითარება;

  • ხარისხის უზრუნველყოფა და სერტიფიცირება;

  • მოთხოვნილი ენერგიისა და კომუნალური მომსახურების სათანადო მიწოდება;

  • წარმატებული ბიზნესის განვითარებისათვის ისეთი სერვისების მიწოდება, როგორებიცაა: აგრონომიული, ფინანსური, სამართლებრივი და საორგანიზაციო სახის საკონსულტაციო მომსახურება;

  • დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა;

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს და იმერეთის აგრო ზონის სახელით, მადლობას გიხდით პროექტისადმი გამოხატული ინტერესისათვის. ველით მჭიდრო თანამშრომლობას პოტენციურ ინვესტორებთან პროექტის წარმატებით დასრულებისათვის.

bottom of page